“ისრაელი რეგიონულ კონფლიქტებს ოკუპაციის გასამართლებლად იყენებს”- ერდოღანი

“ისრაელი რეგიონულ კონფლიქტებს ოკუპაციის გასამართლებლად იყენებს” – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ისრაელის მიერ „ჰამასის,“ „ჰეზბოლას,“ იემენის, სირიისა და ირანის მოხსენიება მხოლოდ საბაბია. ისრაელის მთავრობა ყოველდღიურად ახალ გამართლებებს იგონებს თავისი ოკუპაციის ლეგიტიმაციისთვის“, – განაცხადა ერდოდანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის უპირობო მხარდამჭერებს რაციონალური მოქმედებისკენ მოუწოდა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლისმსმელი ისრაელის მთავრობის მიერ გაჩაღებული ცეცხლი დაწვავს არა მხოლოდ ამ რეგიონს და აქ მცხოვრებ ხალხს, არამედ თქვენც” – აღნიშნა ერდოღანმა.

მსგავსი თემები