ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტს, ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს, პროფესორ ზურაბ კახაბრიშვილს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა. საპატიო თბილისელი 25 მოქალაქე გახდა. ისინი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. საპატიო თბილისელებს სპეციალური ჯილდო დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა.

დედაქალაქში “თბილისობას” აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

მსგავსი თემები