“დამისვეს კითხვა, არის თუ არა საჭირო ივანიშვილისთვის რაღაც გარანტიების მიცემა?”- სალომე ზურაბიშვილი

სიმართლეს გეტყვით, დამისვეს კითხვა, არის თუ არა საჭირო ივანიშვილისთვის რაღაც გარანტიების მიცემა? – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი კითხვის ატორებს არ ასახელებს.პრეზიდენტის განმარტებით, მას აღნიშნულზე პასუხი არ აქვს, თუმცა, თუკი, „პასუხი ექნება, სადაც საჭიროა, იქ მიიტანს“. პრეზიდენტმა მოახლოებულ არჩევნებსა და „ქართულ ქარტიაზე“ ისაუბრა.

„აბსოლუტურად ყველა მონაცემიდან გამომდინარე, ალბათ, ეს გუნდი პარლამენტში 25%-ით დარჩება, არ მგონია, ბევრად მეტი იყოს დღევანდელი რეალური მონაცემები, მერე შეიძლება რაღაც გაყალბების მომენტებიც… ეს არის აუცილებელი მომავალი საქართველოს დემოკრატიული პარლამენტისთვის და პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ოპოზიციურ პარტიებთან ვმუშაობ იმისთვის, რომ ამ ქარტიის ირგვლივ კონსოლიდაცია მოხდეს, რადგან ეს არის სამოქმედო გზა ევროპისკენ, მაგრამ ამავე დროს, ეს ოპოზიცია უნდა შედგეს, კონსოლიდაცია მოახდინოს და ერთმანეთში ცოტა დააწყნაროს ეს ურთიერთობები, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს. ალბათ, ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც კარგია, ჩვენ აღარ მივიღებთ ერთპარტიულ წყობას, რაც ამ ქვეყნისთვის ყველანაირად ამოსუნთქვა იქნება, მაგრამ მეორე მხარე, ანუ ის, რაც იქნება ოპოზიცია და შეიძლება, იქაც ერთპარტიული ოპოზიცია არ იყოს, იყოს სხვა პატარა პარტიები, ისინი არიან ბუნებრივი ნაწილი პოლიტიკური ცხოვრების“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები