დავითაშვილმა ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა 

საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „ოსერი“ საკუთარ სტადიონზე მიიღო და ქართველის შესანიშნავი თამაშით მეტოქე 3:1 დაამარცხა. დავითაშვილი „სენტ ეტიენში“ ზაფხულში გადავიდა და ამ მატჩამდე გუნდის 3 გოლიდან 2 მისი საგოლე გადაცემით იყო გატანილი. ამჯერად კი ზურიკომ ლიგა1-ში სადებიუტო გოლები გაიტანა, შეფასება 9 ქულა მიიღო და შეხვედრის გმირად იქაც.

მე-15 წუთზე ზურიკომ „სენტ ეტიენის“ ეფექტური კომბინაცია წამოიწყო, მერე ბურთი დაიბრუნა, საჯარიმოსთან რამდენიმე მცველს გაცდა და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა. დავითაშვილმა ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი კარგი შეტევა განავითარა – მისი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ოლდი დარჩა, თუმცა მომენტით ვერ ისარგებლა.

54-ე წუთზე საქართველოს ნაკრების წევრმა შესანიშნავად ითამაშა და საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა თავისი მეორე გოლი გაიტანა.

 

 

მსგავსი თემები