თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2024 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ. თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადაეცა.

მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭათ: ზურაბ კახაბრიშვილს (ექიმი, პროფესორი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გუნდების მთავარი ექიმი); მერაბ კილაძეს (ექიმი; პროფესორი); გიორგი ჭუმბურიძეს (ექიმი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი); დიმიტრი ბაზერაშვილს (ექიმი, პროფესორი); გიზო გაბესკირიას (რეჟისორი); გვანჯი მანიას (გეოგრაფი, ჟურნალისტი, მეცნიერი, თბილისობის დღესასწაულის დაწესების ერთ-ერთი ინიციატორი); ბიძინა სონღულაშვილს (ინჟინერი); ნათელა ვასაძეს (ფილოლოგი, პროფესორი); გელა ფარჩუკიძეს (დირიჟორი); ნელი სალაძეს (სპორტსმენი, მწვრთნელი); მზია აფრიდონიძეს (მუსიკოსი, მხატვარი); გურამ ბათიაშვილს (მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი); კახა ქორიძეს (არქიტექტორი, მსახიობი); გოგი მარგველაშვილს (რეჟისორი); თამაზ გოდერძიშვილს (მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი); ნელი კობიაშვილს (ჟურნალისტი, პუბლიცისტი); გივი სიხარულიძე (მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი); ვახტანგ ცუხიშვილს (არქიტექტორი); ზურაბ ყიფშიძეს (მსახიობი); გურამ კალანდაძეს (გეოლოგი); ნელი ბერაიას (მსახიობი და მხატვარი); თენგიზ გაჩეჩილაძეს (პედაგოგი, ჟურნალისტი); თეიმურაზ ლეჟავას (ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, გენეტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი საქართველოში); ოლესია თავაძეს (მხატვარი); ვილი სანიოლის (საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)

დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ თბილისს გამორჩეული ადამიანები ამშვენებენ.

მსგავსი თემები