“საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველოსთან მატჩის გვეშინია”- უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

უკრაინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა კირილ კოვალჩუკმა გამოცემა Zbirna-სთან ინტერვიუში ეროვნული გუნდის ძირითადი პრობლემები და სირთულეებზე ისაუბრა. მან განმარტა, თუ რას ელის ოქტომბერში საქართველოსთან (11 ოქტომბერი) და ჩეხეთთან (14 ოქტომბერი) ერთა ლიგის მატჩებში.

„ომის დაწყების შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა უკუსვლა დაიწყო. ადრე, როცა საქართველოს, მოლდოვას, სომხეთის წინააღმდეგ ვთამაშობდით, ყოველთვის მშვიდად ვიყავით, ახლა კი წარმოიდგინეთ, საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველოსთან მატჩის გვეშინია და ეს გუნდი ჩვენთან ფავორიტია”- განაცხადა მან.

საქართველოს ნაკრები უკრაინის გუნდს 11 ოქტომბერს შეხვდება.

 

მსგავსი თემები