“დაღლილი და დაბნეულია, მაგრამ ცოცხალია”- მამაკაცი, რომელსაც ეძებდნენ იპოვეს

ბუხუტი (ვაჟა) გორგაძეს, რომელიც გუშინ დელისის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა, იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი შვილი ავრცელებს.

“მეგობრებო, ვიპოვეთ! დიდი დიღმისკენ ტაქსისტისთვის უთქვამს, ესა და ეს ვარ, და დავიკარგეო. ახლა მოიყვანეს  სახლში. ძალიან დაღლილი და დაბნეულია, მაგრამ ცოცხალია”- წერს მისი შვილი ნათია გორგაძე.

მსგავსი თემები