სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ხვდება

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებთან პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს. სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერს, ანა დოლიძეს. როგორც დოლიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პროცესები იწყება და ამაში პრეზიდენტის მონაწილეობაა საჭირო.

„პრეზიდენტი ახლა დაბრუნდა დასავლეთიდან, შეხვდა პარტნიორებს და ბუნებრივია, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პროცესები იწყება. პრეზიდენტის შუამავლობით პოლიტიკური კონსულტაციებიც დაიწყება პოლიტიკურ პარტიებს შორის. საუბარია, როგორი კონტურები უნდა ჰქონდეს ამ პროცესს, ამას კი პრეზიდენტის მონაწილეობა სჭირდება. ეს არის პროცესი, სადაც პოლიტიკური პარტიები მთავარ როლს ვთამაშობთ. რამდენიმე კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და გარდამავალი პერიოდისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ ცაიტნოტში არ მოვყვეთ. ვინ იქნება ამ პროცესებში, რა როლი ექნება პრეზიდენტს და რა როლს დავიკავებთ პოლიტიკური პარტიები, ამას მომზადება სჭირდება “-  განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილს ხვდება. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენელტანაც გამართავს შეხვედრას.

მსგავსი თემები