ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უფროსი მანქანის აფეთქებას ემსხვერპლა

ავტომანქანის აფეთქების შედეგად, უკრაინაში, რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უფროსი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებები ადასტურებენ. გავრცელებული ცნობებით, მანქანაზე დამონტაჟებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაძვრისას ამოქმედდა.

უკრაინის დაზვერვა მას ომის დანაშაულებში და ოკუპაციის პერიოდში პრორუსული ღონისძიებების ორგანიზებაში სდებდა ბრალს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო.

 

მსგავსი თემები