„სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ტიპის რადიკალები 26 ოქტომბერს დასრულდებიან”- კალაძე

„სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ტიპის რადიკალები 26 ოქტომბერს დასრულდებიან” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე ამბობს, რომ ყველა პოლიტიკოსი, ვინც არის აგენტურით დაკავებული, „მოსროლილი იქნება პოლიტიკურ სანაგვეში“.

“ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან ყველა იმ ე.წ. პოლიტიკოსს, ვინც არის აგენტურა, ვინც მოღალატეობრივი ქმედებებით არის დაკავებული, ებრძვის ამ ქვეყანას, ებრძვის მშვიდობას და ქვეყნის ევროინტეგრაციას, გაეცემა შესაბამისი პასუხები და მოსროლილი იქნებიან პოლიტიკურ სანაგვეზე” – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები