,,გააგრძელებთ და მიჰყვებით თუ არა ევროკავშირის გზას ეს თქვენზეა დამოკიდებული” – ფიშერი

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა საარჩევნო თემაზე გამართულ ღობისძიებაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული გზისთვის გადახვევის შემთხვევაში ეს ვერ მოხდება.

,,არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა არის თქვენი სუპერ ძალაუფლება. კურსი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება ახლა არ არის ევროკავშირის კურსი. რა უნდა გააკეთოთ გაწევრიანებისთვის? ეს ძალიან მარტივია. უნდა დაიცვა და მიჰყვე ეროვნულ კანონმდებლობასა და წესებს. თუ კანონმდებლობას გადაუხვევთ, ევროკავშირში გაწევრიანება ვერ მოხდება.

გააგრძელებთ და მიჰყვებით თუ არა ევროკავშირის გზას ეს თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ მოგესალმებათ და გელოდებათ ევროკავშირი. გისურვებთ ევროკავშირში გაწევრიანებას”, – განაცხადა ფიშერმა.

მსგავსი თემები