,,საფრანგეთი დებს პირობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს შეუძლია, საქართველოს ევროპული გზის აღდგენის საშუალება მისცეს” – მაკრონი

,,საფრანგეთი დებს პირობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს შეუძლია, საქართველოს ევროპული გზის აღდგენის საშუალება მისცეს”, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში.

,,ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ პარიზში გიმასპინძლე.

საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს და დებს პირობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს შეუძლია, საქართველოს ევროპული გზის აღდგენის საშუალება მისცეს”, – წერს მაკრონი.

მსგავსი თემები