არსებობს თუ არა საქართველოში მარბურგის გავრცელების საფრთხე – პაატა იმნაძე სასიკვდილო ვირუსზე

ეპიდემიოლოგი, პაატა იმნაძე, მომაკვდინებელი ვირუსის, მარბურგის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. იმნაძის ინფორმაციით, რუანდიდან გერმანიაში ჩასული 2 სტუდენტის ტესტის პასუხი ვირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა.

მისი თქმით, რუანდას გარეთ, მათ შორის, საქართველოში, ვირუსის გავრცელების რისკი ძალიან დაბალია.

„გერმანიაში არ დადასტურდა მარბურგის შემთხვევა. რუანდაში იყო სტუდენტი მედიკოსი და შეუძლოდ, რომ გახდა თვითონ შეატყობინა მატარებლიდან ჰამბურგის ტროპიკულ ინსტიტუტს, მის თანმხლებს სიმპტომები არ ჰქონდა. რადგან რუანდაში კლინიკაში მუშაობდა სადაც მარბურგის ვირუსით პაციენტებს უვლიდა, ამიტომ, ორივე იზოლაციაში გადაიყვანეს კლინიკაში. მათი ტესტის პასუხი უარყოფითია. რუანდას გარეთ გავრცელების მაღალი რისკი არსადაა“, – ამბობს პაატა იმნაძე ,,პრაიმტაიმთან“.

მსგავსი თემები