“ჩვენ არ ვიყავით სახელმწიფო, არამედ ვიყავით თამაშების საგანი”- ნიკოლ ფაშინიანი

“ჩვენ არ ვიცნობთ საერთაშორისო დიპლომატიური მექანიზმების მსოფლიო წესრიგს, რადგან ჩვენ არ ვიყავით სახელმწიფო, არამედ ვიყავით თამაშების საგანი” – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პარლამენტში განაცხადა.

„ყოველთვის გვეჩვენებოდა, რომ სადღაც არსებობდნენ კეთილი ძალები და ბოროტი ძალები და კარგებთან თუ ვმეგობრობდით, გავიმარჯვებდით. არავინ არის კეთილი და ბოროტი, ყველას აქვს ჰუმანიზმის პრობლემა თავისი მოქალაქეების მიმართ და ეს არის პირველი პრობლემა” – აღნიშნა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები