„ირანმა ძალიან გადაუხვია მიმართულებას“- ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ ემხრობა ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას. ამის შესახებ „სიენენი“ წერს. ბაიდენი ამბობს, რომ აშშ განიხილავს ისრაელთან, როგორ უნდა უპასუხონ ირანის სარაკეტო თავდასხმას.

გარდა ამისა, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ის ესაუბრა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს და შეთანხმდნენ, რომ ისრაელმა ირანის თავდასხმას პროპორციულად უნდა უპასუხოს.

„ირანმა ძალიან გადაუხვია მიმართულებას“ – აღნიშნა ბაიდენმა.

მსგავსი თემები