საბერძნეთში ტყის ხანძრებს ორი ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში, პელოპონესზე, აღმოსავლეთ კორინთიაში ტყის ხანძრებს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ასევე, დაშავდა ორი მეხანძრე. ადგილობრივი მედია წერს, რომ ხანძარი გუშინ გაჩნდა და ამ დრომდე გრძელდება. როგორც ირკვევა, სტიქია უკონტროლოა, რადგან მისი პროვოცირება ქარმა გამოიწვია.

ამ დროისთვის, ხანძრის სიმძლავრე 8 ნიშნულით ფასდება. ხანძარი 32 კილომეტრზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია 350 მეხანძრე-მაშველი, 110 სახანძრო მანქანა და 18 ვერტმფრენი. სტიქიის ზონას დღეს რეგიონებიდან 13 დამატებითი მანქანა შეუერთდა.

ხელისუფლებამ ნახევარი სოფლის ევაკუაციის ბრძანება უკვე გასცა.

მსგავსი თემები