,,უკრაინას არ სჭირდება ჩვენი ნებართვა, რომ რუსული სამიზნეების მიმართულებით საპასუხო დარტყმები განახორციელოს” – მილერი

,,უკრაინას არ სჭირდება ჩვენი ნებართვა, რომ რუსული სამიზნეების მიმართულებით საპასუხო დარტყმები განახორციელოს”, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა შეკითხვას, ექნება თუ არა უკრაინას უფლება, განახორციელოს საპასუხო დარტყმები.

,,მათ შეუძლიათ გამოიყენონ მათივე წარმოებული იარაღი, რაც ბევრია, და ასევე იარაღი, რომელიც ჩვენ მივეცით. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას”, – განაცხადა მილერმა.

მსგავსი თემები