„თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას“- სალომე ზურაბიშვილი

„თურმე ვეწვევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ცესკო-ს ბრიფინგს, რომელიც მისი შვილის, ქეთევან გორჯესტანის რეგისტრაციას ეხებოდა.

„თუ კარგად გავიგე, ყველაფერს სწორად რომ გააკეთებ, დარეგისტრირდები დროულად (23 ივლისს) მიიღებ საკონსულოდან დასტურს, რომ ყველაფერი წესრიგშია და ვერ აღმოაჩენ შენს გვარს სიაში, თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება !!!! და სხვს? ჩვენი ემიგრანტების უზარმაზარი ჯარი… იმათ რას ეუბნებით? – დაელოდეთ 7 ოქტომბერს და თუ ვერ აღმოაჩენთ თქვენ გვარს, ვერც გამოასწორებთ! და თურმე ეს დისკრიმინაცია, საარჩევნო უფლებების დარღვევა არაა და თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას!!!!!“ – წერს პრეზიდენტი.

ცესკო პრეზიდენტის შვილის, ქეთევან გორჯესტანის შესახებ განცხადებას ავრცელებს

მსგავსი თემები