ცესკო პრეზიდენტის შვილის, ქეთევან გორჯესტანის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის შვილი, ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და რეგისტრაციის ადგილად მითითებული აქვს საფრანგეთი, რის გამოც ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე. ამის შესახებ ცესკო-ს განცხადებაშია ნათქვამი.

ცესკო მოუწოდებს ამომრჩეველს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები და უზუსტობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცესკო-ს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე.

აქვე მივმართავთ ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ, რათა დროულად მოხდეს მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროცედურების განხორციელება” – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები