პარლამენტთან მოშიმშილე ერთ-ერთი შუქრუთელი შეუძლოდ გახდა

პარლამენტთან მოშიმშილე ერთ-ერთი შუქრუთელი შეუძლოდ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

მოშიმშილე შუქრუთელები პარლამენტის შენობის წინ, ღია ცის ქვეშ, მე-19 ღამეს ათევენ. ისინი “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და პროცესში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. საპროტესტო აქცია ისინი თავდაპირველად შუქრუთში მართავდნენ, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოსთან გადმოინაცვლეს.

მსგავსი თემები