მაშველებმა დიღმის მასივში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის კედელსა და თაბაშირმუყაოს კონსტრუქციებს შორის ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა დიღმის მასივში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის კედელსა და თაბაშირმუყაოს კონსტრუქციებს შორის ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს.

მაშველებმა, პირველ რიგში, კნუტის ადგილმდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს. ადგილობრივი მცხოვრებლების თანხმობით, კედელი გამოჭრეს და კნუტი უსაფრთხოდ გამოიყვანეს. საბედნიეროდ, ეს შემთხვევა ფისოსთვის იღბლიანი აღმოჩნდა. ის ამავე ბინის მესაკუთრეებმა აიყვანეს.

განსაცდელში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე 032 2 421 424

მსგავსი თემები