ერმაკის განცხადებით, კიევი „გამარჯვების გეგმას“ ნაწილობრივ გაასაჯაროებს

ოფიციალური კიევი უკრაინის ,,გამარჯვების გეგმას” გაასაჯაროებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინელები ,,გამარჯვების გეგმის” შეზღუდულ ვარიანტს გაეცნობიან, რადგან ის საიდუმლო დეტალებს შეიცავს.

ოფიციალური კიევი მიიჩნევს, რომ გეგმის გარკვეული ნაწილზე ოკუპანტს ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეს.

„რასაკვირველია, გეგმაში არის ძალიან მგრძნობიარე ნაწილები. ისინი დახურულებია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ საიდუმლოები არის, უბრალოდ ყველაფერი, რაც საჯარო ხდება, ესმით არა მარტო ჩვენთან, უკრაინაში, არამედ ეს ჩვენს მტერსაც ესმის“, – აღნიშნა ერმაკმა.

მსგავსი თემები