სამეგრელოში ძლიერმა ქარმა სახლები დააზიანა

წალენჯიხაში, სოფლებში ეწერში, ნაკიფუში, ობუჯში საცხოვრებელ სახლებს ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა. მერიის ცნობით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები. ზარალს შესაბამისი სამსახურები ეცნობიან და მას სპეციალური კომისია დაითვლის.

რთული მდგომარეობაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც. ქარმა ასწლოვანი ხეები და ელექტრო სადენები მოგლიჯა. რეგიონის ნაწილს ისევ არ მიეწოდება ელექტროენერგია.

სტიქია დღესაც გრძელდება.

მსგავსი თემები