თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა

,,ტიკტოკზე” პოპულარული თელაველი მარი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. შეჯახება ქალაქის ერთ- ერთ გამზირზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები