,,ჰეზბოლამ” ახალ ლიდერად ნასრალას ბიძაშვილი აირჩია

ლიბანურმა ტერორისტულმა დაჯგუფება ,,ჰეზბოლამ” ორგანიზაციის ახალ გენერალურ მდივნად ჰაშემ საფი ად-დინი აირჩია.  არაბული მედიის ცნობით, ად-დინი 60 წლისაა. ის ჰეზბოლას ერთ-ერთი თანადამფუძნებელია და აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი იყო ფინანსურ საკითხებს განაგებდა. ად-დინი აშშ-ს ძებნილ ტერორისტთა სიაშია 2017 წლიდან.

დედის მხრიდან, ალ-დინი ჰეზბოლას უკვე ყოფილი ლიდერის, ჰასან ნასრალას ბიძაშვილი და ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ერთ-ერთი ქვედანაყოფის, ქასემ სოლეიმანის სიძეა. სოლეიმანი 2020 წლის დასაწყისში ერაყში, აშშ-ის საჰაერო თავდასხმისას მოკლეს, ნასრალა კი 27 სექტემბერს, ისრაელის სამხედრო ძალების მიერ, ბეირუთში, ,,ჰეზბოლას” ცენტრალურ შტაბზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად.

მსგავსი თემები