მოპოვებული დოკუმენტები მიუთითებს, რომ ნავალნი ციხეში მოწამლეს – Insider

გამოცემა Insider წერს, რომ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ასობით ოფიციალურ დოკუმენტს მიაგნეს, რომლებიც სწორედ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული.

მასალებიდან გამომდინარე, ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ დოკუმენტებიდან სპეციალურად ამოიღო ჩანაწერები იმ სიმპტომების შესახებ, რომლებიც ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას არ ემთხვევა. ნავალნი უჩიოდა მუცლის ტკივილს, ღებინებას და კრუნჩხვებს – თუმცა მოგვიანებით ხელისუფლებამ ეს ცნობები დოკუმენტებიდან ამოიღო.

„სიკვდილის ოფიციალური მიზეზი, გულის რითმის დარღვევა არანაირად არ ხსნის იმ სიმპტომებს, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ დოკუმენტებში: მუცლის მწვავე ტკივილი, ღებინება და კრუნჩხვები. ასეთი სიმპტომები ძნელად აიხსნება სხვა რამით, გარდა მოწამვლისა“, – თქვა რეანიმატოლოგმა ალექსანდრე პოლუპანმა, რომელიც ნავალნის 2020 წელს ნოვიჩოკის მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

მსგავსი თემები