ავარია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე – არიან დაშავებულები

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ინფორმაციას ,,ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სასწრაფო სამედინცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მსგავსი თემები