ბუდუ ზივზივაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა

ბუდუ ზივზივაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა „კარლსრუეს“ რიგებში, რომელიც გერმანიის მეორე ბუდნესლიგაში „კიოლნს“ დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში ქულა მოიპოვა – 4:4. ზივზივაძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 80 წუთი ითამაშა.

ვალდშმიდტის (3) და დაუნსის (7, 15) გოლებს „კიოლნმა“ ვანიცეკის დუბლით (19, 27) უპასუხა. „კარლსრუეს“ კაპიტანმა პირველად მასპინძლების კარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის საგოლე გადაცემით აიღო. მაგრამ შესვენებამდე (45+2) „კიოლნის“ ორბურთიანი სხვაობა ლემპერლემ აღადგინა. მეორე ტაიმი „კიოლნმა“ წარმატებულად დაიწყო, მასპინძლებს ორი გოლი გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა.

„კარლსრუემ“ მეორე ბუდნესლიგაში გამართული 7 ტურის შემდეგ წაგების გარეშეა და 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. ზივზივაძის ანგარიშზე კი 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

 

მსგავსი თემები