,,ერთადერთი, რაც დაუპატიჟებლობაზე უარესია, ესაა მიგიწვიონ და შემდეგ ეს მიწვევა გააუქმონ” – ლუკ კოფი

,,ერთადერთი რაც დაუპატიჟებლობაზე უარესია, ესაა მიგიწვიონ და შემდეგ ეს მიწვევა გააუქმონ”, – აღნიშნული განცხადება ამერიკელმა ანალიტიკოსმა ლუკ კოფმა კობახიძის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას ამერიკის ხმასთან გააკეთა.  

,,ერთადერთი რაც დაუპატიჟებლობაზე უარესია, ესაა მიგიწვიონ და შემდეგ ეს მიწვევა გააუქმონ, ვფიქრობ ეს ძალიან სამარცხვინოა საქართველოს მთავრობისთვის. სამწუხაროდ, ყველაფერი რაც ხდება, იქნება ეს ბაიდენთან მიღებაზე მიწვევის თუ მისი კაბინეტის  წევრებთან შეხვედრების გაუქმება, ან ნატოში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით რაიმე პროგრესის მოუხსენიებლობა, ყველაფერი იმის შედეგია, რაც საქართველოში ხდება.

არ ვიცი ამერიკის მთავრობა რას ელოდება. მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი სანქციების აღსრულებაა. ასეთი სანქციების დაწესებამ შესაძლოა თავი უკეთ გვაგრძნობინოს იმის დანახვით, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად რაღაცას ვაკეთებთ. მაგრამ საინტერესოა პრაქტიკულად რას შეცვლის ეს, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი.

მსგავსი თემები