66 დაღუპული და 70-მდე დაკარგული – წყალდიდობა ნეპალში

ნეპალში წყალდიდობას და მეწყერს, სულ მცირე 66 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 69 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო 60 დაშავებულია.

როგორც ირკვევა, მსხვერპლის უმეტესობა კატმანდუს ხეობაში ფიქსირდება სადაც დაახლოებით, 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. წყალდიდობის შედეგად შეჩერებულია ტრანსპორტის მოძრაობა. ადამიანების ევაკუაცია ვერტმფრენების დახმარებით შენობების სახურავებიდან ხდება.

პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, მეწყერმა გზები 30-მდე ადგილას ჩახერგა.

მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ წვიმა, სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ამასთან, სტიქიის შედეგად შეფერხებულია შიდა ფრენების უმეტესობა, თუმცა საერთაშორისო ფრენები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

მსგავსი თემები