ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდებენ, კვლავ შეუერთდეს ევროკავშირს

ლონდონის ქუჩებში ბრექსიტის მოწინააღმდეგე ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოუწოდებენ ბრიტანეთის მთავრობას, კვლავ შეუერთდეს ევროკავშირს, რადგან, მათი თქმით, ორგანიზაციიდან გასვლა ქვეყნისთვის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ბრექსიტი არის ყველაზე ცუდი რამ, რაც საუკუნეების განმავლობაში ბრიტანეთში მოხდა. ეს გადაწყვეტილება ყველას ყოველწლიურად ათასი ფუნტი უჯდება. ასობით ბიზნესი გაჩერდა „ბრექსიტის“ გამო. სუპერმარკეტების თაროები ცარიელია. მედიკამენტების დეფიციტია და ყოველ ჯერზე, როცა აეროპორტში მივდივართ, სამუდამოდ უნდა ვიყოთ რიგში. ეს უნდა შევცვალოთ” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რეფერენდუმის შემთხვევაში ბრიტანელების 59 პროცენტი მხარს დაუჭერდა ქვეყნის ევროკავშირში დაბრუნებას.

მსგავსი თემები