სომალში ბომბით აღჭურვილი ავტომანქანა აფეთქდა-დაღუპულია 6 ადამიანი

სომალიში მომხდარ აფეთქებებს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათი დაშავდა.

აფეთქებები სომალის დედაქალაქ მოგადიშუსა და ქვეყნის სამხრეთით მდებარე, შუა შაბელეს რეგიონის ერთ-ერთ ქალაქში განხორციელდა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმები. მოგადიშუში მომხდარი აფეთქება ეროვნული თეატრის მახლობლად გაჩერებულმა ბომბით აღჭურვილმა მანქანამ გამოიწვია. ეროვნული თეატრი პრეზიდენტის ოფისიდან დაახლოებით ერთი კილომეტრითაა დაშორებული.

მსგავსი თემები