ძლიერი ქარი სამეგრელოში

სამეგრელოში ძლიერი ქარია. მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ელექტროსადენები. ელექტროენერგია არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთ საქართვლოს დასავლეთ რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. (საფრთხის დონე საშუალო).

მსგავსი თემები