“რუსეთის სიღრმეში დარტყმებზე ნებართვის შესახებ პირველები თვითონ რუსები გაიგებენ”- უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

“რუსეთის სიღრმეში დარტყმებზე ნებართვის შესახებ პირველები თვითონ რუსები გაიგებენ”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

“უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებზე ნებართვის შესახებ პირველები თვითონ რუსები გაიგებენ. პირველები გაიგებენ, და მხოლოდ შემდეგ იქნება ოფიციალური განცხადება გაკეთებული“ – განაცხადა ნიკიფოროვმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე “ერთმნიშვნელოვანი საბოლოო გადაწყვეტილება” ჯერ არ არის, მაგრამ ზელენსკიმ “მოლაპარაკებები ჩაატარა ყველა მხარესთან, ვისზეც ეს გადაწყვეტილებაა დამოკიდებული, ვისაც შესაბამისი შესაძლებლობების მიწოდება შეუძლია – იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და, რა თქმა უნდა, აშშ”.

 

მსგავსი თემები