შუქრუთელები დახმარებას სახალხო დამცველისა და საპატრიარქოსგან ითხოვენ

შუქრუთელები დახმარებას ითხოვენ სახალხო დამცველისგან. ისინი ასევე, ელოდებიან პასუხს საპატრიარქოსგანაც.

“სასამართლომ კარვის გაშლის უფლება არ მოგვცა, ბრეზენტის გადაფარების უფლებასაც კი არ გვაძლევენ, ალბათ, უნდათ, რომ დავიხოცოთ. გუშინ საპატრიარქოსაც მივმართეთ, სახალხო დამცველსაც, მაგრამ, ჯერჯერობით, არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა არც საპატრიარქოდან არც სახალხო დამცველიდან” – ამბობს აქციის მონაწილე.

 შუქრუთის მოსახლეობა აქციას პარლამენტთან მართავს. რამდენიმე მათგანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, რამდენიმემ კი შიმშილობა დაიწყო.

ისინი თვეებია აქციებს მართავს. ისინი ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზი წლებია, რაც მათ კერძო საკუთრების ქვეშ მანგანუმს მოიპოვებს, რამაც სახლების დაზიანება გამოიწვია. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიამ მოსახლეობის წინაშე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება დაარღვია და იძულებულები გახდნენ, პროტესტის ამ ფორმისთვის მიემართათ.

მსგავსი თემები