დატბორვის საფრთხე-იაპონის ორ ქალაქში 30 000-მდე ადამიანია ევაკუირებული

იაპონიის ცენტრალურ ნაწილში, ორ ქალაქში ძლიერი წვიმით გამოწვეული დატბორვის საფრთხის გამო 30 000-მდე ადამიანია ევაკუირებული. იშიკავას პრეფექტურაში მდებარე ქალაქ ვაჯიმაში დაახლოებით 18 000 ადამიანს და სუძუში – 12 000-ს დროებით თავშესაფარში გადასვლა მოუწია.

„ბიბისის“ ცნობით, წყალდიდობის საფრთხის შესახებ ადგილობრივმა სინოპტიკოსებმა მოსახლეობას დროულად მიაწოდეს ინფორმაცია.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ პრეფექტურის ზოგიერთი ნაწილში ძლიერი წვიმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მსგავსი თემები