საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 66-ე ადგილზე დაწინაურდა, რაც 21-ე საუკუნეთში ჩვენი ეროვნული გუნდის მიერ დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია. ნაკრებმა 2024 წელი 77-ე ადგილზე დაიწყო, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისა და თამაშის შემდეგ 70-ე პოზიციაზე აღმოჩნდა, ახლა კი პოზიცია კიდევ 4 საფეხურით და 16.81 ქულით გაიმჯობესა და 66-ე ადგილზეა.

“ჯვაროსნებმა” სექტემბერში ორი თამაში ჩაატარეს და ორივე მოიგეს – ჩეხეთთან (4:1) და ალბანეთთან (1:0). ფიფა-ს რეიტინგში კი გადაასწრო ალბანეთს (67), განას (70), ისლანდიას (71), ასწრებს ბოსნიას (75), ისრაელს (79), ბულგარეთს (81)…

მსგავსი თემები