კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი პატიმრობაში დატოვეს

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. სახელმწიფო ბრალდება ჯაიანისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. როგორც დაცვის მხარემ სხდომაზე განაცხადა, გადაწყვეტილებას მოსამართლეს მიანდობენ, რასაც ბრალდებულიც დაეთანხმა.

წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

 

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს-მკვლელობის რა ვერსია აქვს პროკურატურას?!

მსგავსი თემები