ისრაელის მიერ ბეირუთის დაბომბვის შედეგად ლიბანში მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ ბეირუთის დაბომბვის შედეგად ლიბანში მსხვერპლის რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. გავრცელებული ცნობით, ქვეყნის დედაქალაქ ბეირუთის საცხოვრებელი უბნის დაბომბვის შედეგად 66 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ცხრა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ოპერაციის შედეგად მოკლულია „ჰეზბოლას“ ელიტური დანაყოფის, „რადვანის“ ერთ-ერთი მეთაური, იბრაჰიმ აქილი, რომელიც დაჯგუფების სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.

 

 

მსგავსი თემები