სტომატოლოგების აქცია კანცელარიასთან – მედიკოსები მთავრობის დადგენილებას აპროტესტებენ

სტომატოლოგების აქცია გაიმართა კანცელარიასთან. ისინი მთავრობის დადგენილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, პირველი იანვრიდან ყველა სტომატოლოგი ვალდებული ხდება დამატებითი კურსები და ტრენინგები გაიარონ. ერთი კურსის გავლა სტომატოლოგს 750 ლარი დაუჯდება და სრული კურსი, როგორც ისინი ამბობენ, ათასობით ლართან არის დაკავშირებული.

,,ვაპროტესტებთ დადგენილებას, რომელიც მოითხოვს 1 იანვრამდე სტომატოლოგებისთვის 20 უპგ ქულის შეგროვებას, ძალიან მოკლე ვადაა და თითოეულ ქულაზე არაადეკვატური ფასია გადასახდელი, იმიტომ, რომ მასტერკლასი ან ლექცია-მასტერკლასი ერთად, სავარაუდოდ, ჯდება 2 000 ლარი. ამ ქულებს ვერ დავაგროვებთ სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მოკლე დროა. დროც რომ გვქონდეს ფასის დარეგულირება მაინც უნდა მოხდეს”, – ყვება აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

იმ შემთხვევაში, თუ სტომატოლოგები მთავრობის დადგენილებას არ დაემორჩილებიან ან ლიცენზიას ჩამოართმევენ, ან დააჯარიმებენ. კანცელარიასთან მისვლამდე მათ ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართეს, თუმცა, ამბობენ, რომ უწყებიდან არავინ დაკავშირებიათ.

მსგავსი თემები