რუსებმა სუმის ოლქში გერიატრიულ პანსიონატს დაარტყეს – არის მსხვერპლი

რუსებმა სუმის ოლქში გერიატრიულ პანსიონატს დაარტყეს, შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 13 კი დაშავდა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმა მართვადი საავიაციო ბომბით განხორციელდა.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, თავშესაფარში 200-ზე მეტი ხანდაზმული ცხოვრობდა. ცნობილია, რომ დაწესებულებაში მყოფების შენობიდან გამოყვანა მალევე მოხერხდა. მათ დახმარებას შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უწევენ.

მსგავსი თემები