კესარია აბრამიძის სახლის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებმა გადაკეტეს. ამ წუთებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე, გამოძიება108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კესარია აბრამიძის ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში იპოვეს.