,,სომხეთი ხელიდან არ გაუშვებს ევროკავშირში გაწევრიანების შანსს” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ, თუ ქვეყანა დაინახავს ევროკავშირში გაწევრიანების შანსს, ის მას ხელიდან არ გაუშვებს.

„თუ ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მეტ-ნაკლებად რეალურ შესაძლებლობას დავინახავთ, მათ შორის გავუმკლავდებით იმ შესაძლო საფრთხეებს, რაც ამ გზაზე დაგვხვდება, ჩვენ ამ მომენტს ხელიდან არ გავუშვებთ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ განვითარდება ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოსა და თურქეთთან. ფაშინიანის აზრით, სომხეთის ურთიერთობები ევროკავშირთან გამჭვირვალე უნდა იყოს.

მსგავსი თემები