ქართველმა ტაეკვონდოისტებმა საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვეს

საქართველოს ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში G1 კატეგორიის სარეიტინგო ჩემპიონატზე ,,Riga open 2024″ მიიღეს მონაწილეობა. ქართველმა ტაეკვონდოისტებმა ასპარეზობა 12 მედლით დაასრულეს. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კადეტებსა და იუნიორებს შორის ოქროს მედლები ნიკა ღოღობერიძემ და ნიკა ალოიანმა მიიღეს. მეორე ადგილზე ნიკა ქარდავა, ალექსანდრე გურაბანიძე და აბალფაზ მამედოვი გავიდნენ, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს გიორგი ნინიაშვილმა, ალექსანდრე ტრეგლაზოვმა, მარიამ ცქიტიშვილმა და გიორგი ლექვთანიძემ.

ეროვნული ნაკრებიდან ტურნირის ჩემპიონობა ზურაბ კინწურაშვილმა იზეიმა, ვერცხლის მედლები კი მოიპოვეს ვიტალი გელაძემ და ილია მაცაბერიძემ.

 

 

მსგავსი თემები