,,ანტი ლგბტ კანონი არ შეესაბამება საქართველოს ტოლერანტობის და გამჭვირვალობის ხანგრძლივ ისტორიას” – მიხაელ როთი

,,არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. ოლიგარქია დემოკრატიისთვის საწამლავია”, – წერს სოციალურ ქსელში გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, რომელიც საქართველოში იმყოფება.

„ანტი ლგბტ კანონი არ შეესაბამება საქართველოს ტოლერანტობის და გამჭვირვალობის ხანგრძლივ ისტორიას. გერმანია და ევროკავშირი საქართველოს ევროინტეგრაციას მხოლოდ მაშინ დაუჭერს მხარს, თუ ხელისუფლება თავის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას შეცვლის“, – წერს როთი.

 

მსგავსი თემები