ისრაელის არმიამ ღაზის სექტორი დაბომბა-დაიღუპა 20 ადამიანი

ისრაელის არმიის მიერ განხორციელებულ დაბომბვას ღაზის სექტორში, სულ მცირე, ოცი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, სულ მცირე, ათი პალესტინელი დაიღუპა და თხუთმეტი დაშავდა ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის დროს. პალესტინური საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ მსხვერპლთა შორის რამდენიმე ბავშვი და ქალია. ისრაელის სამხედროებმა ასევე დაბომბეს ქალაქ ღაზის ზეიტუნის და შეიხ რადვანის უბნები, სადაც ათი ადამიანი დაიღუპა.

პარალელურად, ისრაელის მედია წერს, რომ „ჰამასი“ ღაზაში უფრო დიდი ტემპით ძლიერდება, ვიდრე ისრაელის არმია ანადგურებს მის სამხედრო შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში.

მსგავსი თემები