ნინო ლომჯარია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად გამოცხადებისკენ მოუწოდებს

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“  დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

“ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, რას ელოდება, იმიტომ, რომ არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი დასაცავი სიკეთე, როგორიც არის ადამიანის ღირსება, რომელიც კიდევ ერთხელ ითელება ამ კანონის მოქმედებით. მე ვფიქრობ, რომ თითოეული დღე, როდესაც ეს კანონი არის ამოქმედებული, არღვევს კონსტიტუციას და საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით” – ამბობს ნინო ლომჯარია.

მსგავსი თემები