“ორთაბრძოლას ნახევარმა საქართველომ რუსული ლინკებით უყურა, სირცხვილია“- ზაზა შენგელია

პროდიუსერი ზაზა შენგელია ფეისბუქზე მიმართვას ავრცელებს. როგორც შენგელია წერს, მერაბ დვალიშვილის გულშემატკივრებმა ბრძოლას რუსული ლინკებიდან უყურეს. რაც პროდიუსერის აზრით სირცხვილია.

“თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: როცა Setanta Sports Georgia ხარ და ამხელა მოვლენა ხდება, შვიდი წლის წინ ამერიკაში არალეგალად წასული, მშენებლობაზე მუშად მომუშავე ქართველი კაცი, ლას-ვეგასის “სფეროს” დარბაზში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ორთაბრძოლას მართავს მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, მსოფლიოში ისეთ მასობრივად პოპულარულ სახეობაში, როგორც UFC-ია, და მთელი საქართველო ღამეს თეთრად ათენებს და ამ დღეს ელოდება, კეთილი უნდა ინებო, ადგე, გადაიხადო ის საჭირო თანხა, რასაც ითხოვს სატელევიზიო ჩვენების უფლებამფლობელი და ხალხს მასიურად მისცე ორთაბრძოლის ნორმალურად ყურების და გულშემატკივრობის საშუალება, და არა რაღაც დამატებითი გადასახადებით.

ეს ბიზნესია, რაღაც ტრანსლიაციებზე ფული შეიძლება მოიგო, რაღაცაზე შეიძლება წააგო…თუ საკმარისი ფული არ გაქვს (რაშიც ეჭვი მეპარება), ადექი და სპონსორები მოიზიდე, თუ მაგის ერთი ადგილიც არა გაქვს, crowd funding გამოაცხადე და ხალხი შეგიგროვებს ფულს.ნახევარმა საქართველომ რუსული ლინკებით უყურა ორთაბრძოლას (და როგორც ფეისბუქზე წერენ, რუსი კომენტატორი არ იყო კეთილგანწყობილი მერაბის მიმართ) და ნახევარმა ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მობილური ტელეფონებით, მადლობა მათ ამისათვის. უბრალოდ მაგრად ტეხავს, არის რაღაცეები, რასაც ვერ გაატარებ, სირცხვილია…” – წერს პროდიუსერი ზაზა შენგელია ფეისბუქზე.

მსგავსი თემები