“მისი სიცოცხლისთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს”- ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

ექიმის და სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტის, მანანა ჯებაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თვე-ნახევრის წინ სხვა პალატაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მისმა სატურაციამ დაიწია. როგორც ჯებაშვილმა განმარტა, სატურაცია მიუახლოვდა ქვედა დონეს, რაც სააკაშვილი სიცოცხლისთვის საშიშია.

“დაახლოებით თვე-ნახევრის წინ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს სხვა პალატაში. სხვა პალატაში გადაყვანიდან მეორე დღესვე მას აღენიშნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პარამეტრის, სატურაციის დაცემა. ის მიუახლოვდა ქვედა დონეს, რაც მისი სიცოცხლისთვის საშიშია. ჩვენ არ ვიცით, რამ გამოიწვია დაბალი სატურაცია და თვე-ნახევარია მისი ოჯახი ამ მონაცემების გასწორებას ელოდება. მიხეილ სააკაშვილი ბოლო პერიოდში აქვს ძლიერი სისუსტე, ძილიანობა, ჰაერის უკმარისობა და სხვა. სატურაციაც ისევ დაბალია, 90-91-ის ფარგლებში. ამდენად, ჩვენ გვაინტერესებს თვე-ნახევრის განმავლობაში რატომ ვერ მოხდა ამ პარამეტრის კორექტირება და რაშია საქმე, რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ასეთი დაბალი, რამ გამოიწვია იგი და რა მკურნალობა ჩაუტარდა ამისთვის.

ვითხოვთ შეხვედრას კოლეგებთან, რომ გავერკვიოთ, რადგან მისი სიცოცხლისთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს. გავარკვიოთ, რა მკურნალობის ტაქტიკა აქვთ არჩეული ამისთვის, რა დიაგნოზია და რა არის მისი მკურნალობის სტრატეგია”- გამაცხადა მანანა ჯებაშვილმა.

 

მსგავსი თემები