ჩეხეთში ძლიერი წვიმის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია

ჩეხეთში ძლიერი წვიმის გამო ქვეყნის მასშტაბით სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. უამინდობისა და წყალდიდობის საფრთხის გამო, ჩეხეთის რკინიგზამ მგზავრებს მოუწოდა გადაედოთ შაბათ-კვირას დაგეგმილი მგზავრობა, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ათობით ხაზზე უკვე შეჩერებულია მოძრაობა, ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ხეების წაქცევაა.

„რკინიგზის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს ყველა პრობლემის აღმოსაფხვრელად“– აცხადებენ ჩეხეთის რკინიგზაში.

ბოლო დღეებში ჩეხეთი და პოლონეთი ინტენსიურად ემზადებოდნენ უხვი ნალექისთვის და წყალდიდობებისთვის. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტიდან დაიწყო ევაკუაცია.

მსგავსი თემები